დაძაბულობა გრძელდება კალბაჯარის მიმართულებით
28.07.2021 11:48
94
მსოფლიო
A
დაძაბულობა გრძელდება კალბაჯარის მიმართულებით

”აზერბაიჯანის არმიის პასუხი სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ კალბაჯარის რეგიონის მიმართულებით 28 ივლისის ღამით დაწყებულ პროვოკაციაზე გრძელდება”
როგორც Aktual.ge.იუწყება, ამის შესახებ აზერებაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

”ჩვენმა ძალებმა გადადგეს საჭირო ნაბიჯები მოწინააღმდეგე მხარის საცეცხლე წერტილების გასანეიტრალებლად.

სომხეთში სამოქალაქო ობიექტების სავარაუდო დაზიანების შესახებ ინფორმაცია მცდარია. სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ისევ აგრძელებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ხალხის დასაბნევად. 

ჩვენ სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და განზრახ არ გაამწვავონ სიტუაცია ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარზე.  ასევე მოვუწოდებთ, რომ ცივილიზებულად დაიწყონ მოლაპარაკებები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის შესახებ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად, სომხეთის მხრიდან ყველა პროვოკაცია მომავალში მტკიცედ იქნება აღკვეთილი”, - ნათქვამია განცხადებაში.

ŞƏRH YAZ
0