დღეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მაღალ დონეზეა. სამამულო ომის დროს საქართველომ აზერბაიჯანის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება გამოიჩინა. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს გამოთქმული მოსაზრებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეს. ყოველივე ამას თავისი სათავე აქვს. ჩვენი ურთიერთობების ამ დონემდე მიღწევას საფუძველი ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა ჩაუყარა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ლიდერის საქართველოსადმი განსაკუთრებული მიდგომა შემთხვევითი არ არის.
საქართველოსთან ჩვენი ისტორიული კავშირის საფუძველი ისიცაა, რომ საქართველოში 500 ათასამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცემა სხვადასხვა გაზეთი. თბილისში ფუნქციონირებს ეროვნული ლიდერის სახელობის აზერბაიჯანული დრამატული თეატრი, მირზა ფათალი ახუნდზადეს სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმი და ნარიმან ნარიმანოვის სახლმუზეუმი.
ბაქო და თბილისი, აღჯაბადი-ბათუმი, განჯა-ქუთაისი, განჯა-რუსთავი, სუმგაით-რუსთავი, ნახჭევან-ბათუმი, შექი-თელავი დაძმობილებული ქალაქები არიან.
2023 წლის 8 ოქტომბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პრესისთვის გაკეთებულ განცხადებებში ორ სახელმწიფოს შორის ისტორიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბატონმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეროვნულმა ლიდერმა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის სისტემის ჩამოყალიბებაში: „... საუკუნეების მანძილზე ჩვენი ხალხები ცხოვრობდნენ კეთილმეზობლობისა და მეგობრობის პირობებში და ეს დღემდე გრძელდება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისათვის და, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამავე დროულად პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიისთვის ძალზედ აუცილებელი პირობაა.
პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხსოვნის საქართველოს მთავრობისა და ხალხის მხრიდან პატივისცემით მიდგომისათვის. როგორც აღინიშნა, წელს ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილე აზერბაიჯანში, სხვა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. დღეს ,აქ გამოფენაზე ჩვენი ყურადღება ერთმა სურათმა უფრო მიიქცია, ეს არის ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის სურათი. მათ მეგობრობას დიდი ხნის ისტორია აქვს. საბჭოთა პერიოდში ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ მეგობრობდნენ და იმ დროს, როგორც საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა აზერბაიჯანის მეთაურებმა, დიდი ძალისხმევა გასწიეს ჩვენი ხალხების კიდევ უფრო გაერთიანებისთვის. ეს ორი ბრწყინვალე პიროვნება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გამოირჩეოდა თავისი ნიჭით, სიმამაცით და ხალხისადმი ერთგულებით. ბედმა ისე მოიტანა, რომ მათ დაახლოებით, ერთდროულად დაიწყეს დამოუკიდებელი საქართველოსა და დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა. ჩვენი ხალხისთვის ყველაზე რთულ პერიოდში - ჩვენ გვახსოვს ის მწარე და მტკივნეული დღეები - სწორედ მათი ხელმძღვანელობის წყალობით დაიწყო საქართველომ და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობისკენ თავდაჯერებული ნაბიჯის გადადგმა. სწორედ მათი მოღვაწეობის შედეგად დაიწყო დამოუკიდებელმა საქართველომ და დამოუკიდებელმა აზერბაიჯანმა განვითარება.
ჩვენ, მათი მიმდევრები, დღეს მათ გზას მივყვებით. რა თქმა უნდა, დღეს საქართველო და აზერბაიჯანი ბევრად უფრო განვითარებული ქვეყნებია. მაგრამ გამოწვევები თითქმის იგივეა, პრობლემები იგივეა. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ჯერ ბოლომდე არ დამყარებულა და დღეს ბატონ პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ამ საკითხსაც შევეხეთ. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების დრო დადგა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს და ერთმანეთის გვერდით ვდგავართ ამ და სხვა საკითხებში, რომლებიც ასახავს ჩვენი ხალხის ინტერესებს. ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალური პრინციპია და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიუღებელია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია...“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა: „ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე არსებობდა მეგობრული და ძმური ურთიერთობა. ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციული მეგობრობა გრძელდება და ბატონმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დიდი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ მეგობრობისა და ძმობის განმტკიცებაში...“.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. 1995 წლის თებერვალში ბაქოში საქართველოს საელჩოს გახსნამ, ხოლო 1996 წლის მარტში თბილისში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნამ დამატებითი ბიძგი მისცა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. გარდა ამისა, 2010 წელს აზერბაიჯანის საკონსულო გაიხსნა საქართველოს ქალაქ ბათუმში, ხოლო 2013 წელს კი აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში საქართველოს საკონსულო იქნა გახსნილი.
აღსანიშნავია, რომ 1993 წელს ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლით არა მხოლოდ აღმოიფხვრა არსებული პრობლემები , არამედ საფუძველი ჩაეყარა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განვითარებას. შედეგად, 1995 წელს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც მოიცავდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და საკომუნიკაციო სფეროებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის თბილისში 1996 წელს ოფიციალური ვიზიტის შემდეგ. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების“ და „კავკასიის რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის “ შესახებ ხელი მოაწერეს ორმხრივ დეკლარაციას. 1997 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბაქოში ვიზიტის დროს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების შესახებ ახალ დოკუმენტს მოეწერა ხელი. შეთანხმება ეკონომიკურ, გარემოსდაცვით, საგანმანათლებლო, საკომუნიკაციო და სხვა თანამშრომლობის სფეროებს მოიცავს.
მარადიული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მიერ საფუძველჩაყრილი სტრატეგიული თანამშრომლობა გასულ პერიოდში ყველა სფეროში განვითარდა.
მომდევნო პერიოდებში სახელმწიფოს მეთაურების ურთიერთვიზიტებმა, სხვადასხვა წარმატებული საერთაშორისო პროექტების განხორციელებამ და სხვა მნიშვნელოვანმა ნაბიჯებმა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერა.
განსაკუთრებით 2008 წელს საქართველოსათვის უმძიმეს პერიოდში , აზერბაიჯანმა გასაჭირში არ დატოვა იგი და მეგობრობის ხელი გაუწოდა.
რა თქმა უნდა,მესამე ძალის მიერ სხვადასხვა დროს იყო ჩვენი მეგობრული ურთიერთობის მოშლის მცდელობები, მაგრამ საკუთარ მიზანს ვერ მიაღწიეს. ჩვენი ძმური ურთიერთობა ამის შემდგომაც იქნება უწყვეტი და მარადიული...
რამინ ახმედოვი
„თურქეთის უხუცესთა შორის ურთიერთობის განვითარების“ საზოგადოებრივი გაერთიანების დამფუძნებელი, მისია მედია ჯგუფის ხელმძღვანელი.