დღეს ჰეიდარ ალიევის ხსოვნის დღეა
12.12.2024 12:38
109
საზოგადოება
A
დღეს ჰეიდარ ალიევის ხსოვნის დღეა

დღეს ეროვნული ლიდერის, თანამედროვე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სახელმწიფოს დამაარსებლის, ჰეიდარ ალიევის ხსენების დღეა.

ჰეიდარ ალიევი არის მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკური ფიგურა და გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც თანამედროვე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნა. იგი 1923 წლის 10 მაისს აზერბაიჯანში, ნახჩევანში დაიბადა.
ტექნიკუმის დამთავრებისთანავე მან აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა (ამჯამად აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის აკადემია). დაწყებულმა ომმა მას განათლების დასრულებაში ხელი შეუშალა.

1941 წლიდან ჰეიდარ ალიევი ნახჩევანის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში და ნახჭევანის ასსრ სახალხო კომისართა საბჭოში მუშაობდა განყოფილების გამგედ, 1944 წელს კი სამუშაოდ გაგზავნილ იქნა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში. ამ პერიოდიდან დაწყებული ჰეიდარ ალიევი მუშაობდა  უშიშროების ორგანოთა სისტემაში, 1964 წლიდან თავჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა, 1967 წლიდან კი - აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე იყო. მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. ამ წლებში მან ლენინგრადში (ამჯამად სანქტ-პეტერბურგი) სპეციალური უმაღლესი განათლება მიიღო, 1957 წელს კი აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა.
1969 წლის ივლისში, ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად იყო არჩეული და რესპუბლიკის ხელმძღვანელი გახდა.
ჰეიდარ ალიევი ოცი წლის განმავლობაში იყო სსრკ უზენაესი საბჭოს დეპუტატი და 5 წლის მანძილზე სსრკ უზენაესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

საბჭოთა ჯარების მიერ 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში მოწყობილ სისხლიან ტრაგედიასთან დაკავშირებით, მის მეორე დღეს მოსკოვში აზერბაიჯანის წარმომადგენლობაში განცხადებით გამოსულმა ჰეიდარ ალიევმა მოითხოვა აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემსრულებლების და ორგანიზატორების დასჯა. 1991 წლის ივლისში მთიან ყარაბახში მომხდარ მწვავე კონფლიქტთან დაკავშირებით მან სსრკ ხელმძღვანელობის ორპირული პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგები.
1990 წლის ივლისში აზერბაიჯანში დაბრუნებული ჰეიდარ ალიევი ჯერ ბაქოში, შემდგომ კი ნახჭევანში ცხოვრობდა. ამავე წელს იგი არჩეულ იქნა აზერბაიჯანის უზენაესი საბჭოს დეპუტატად.

1991-1993 წლებში მას ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი მეჯლისის თავჯდომარის, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავა. 1992 წელს ქალაქ ნახჭევანში პარტია "იენი აზერბაიჯანის" დამაარსებელ ყრილობაზე ჰეიდარ ალიევი პარტიის თავჯდომარედ იყო არჩეული.

1993 წლის 3 ოქტომბერს საერთო სახალხო არჩევნების შედეგად ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს1998 წლის 11 ოქტომბერს, მაღალი სახალხო აქტივობის პირობებში ჩატარებულ არჩევნებზე, მოაგროვა რა ხმების 76,1 პროცენტი, იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. ჰეიდარ ალიევმა, რომელიც დათანხმდა 2003 წლის 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა მასში მონაწილეობის მიღებაზე.
1993 წლის ივნისში, როდესაც აზერბაიჯანელი ხალხი დარწმუნდა, რომ ეროვნული სახელმწიფოებრიობა დაშლის საფრთხის წინაშე დგას და როდესაც მათთვის ყველაზე მძიმე დღეები დადგა, მათ  დაჟინებით მოითხოვეს არსებული ხელისუფლების შეცვლა და იმ დროიდან ქვეყნის ბედი მიანდეს ჰეიდარ ალიევს. მან კი მიიღო მოწვევა და დაუბრუნდა თავის პოლიტიკას აზერბაიჯანში. ხალხი ჰეიდარ ალიევის დაბრუნებას იმედით და სიხარულით შეხვდა და ეს დღე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში შევიდა, როგორც ეროვნული ხსნის დღე.


2022 წლის 29 სექტემბერს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმოწერით, 2023 წელი აზერბაიჯანში "ჰეიდარ ალიევის წლად" გამოცხადდა.

ŞƏRH YAZ
0