მარნეულში ორი პირი საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას გათხრილ ორმოში ჩავარდა - გარდაიცვალა ერთი პირი
09.05.2025 17:03
131
საზოგადოება
A
მარნეულში ორი პირი საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას გათხრილ ორმოში ჩავარდა - გარდაიცვალა ერთი პირი

მარნეულში, "China Group" კომპანიაში დასაქმებული ორი ადამიანი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას გათხრილ ორმოში ჩავარდა.

როგორც Aktual.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, რომ ინციდენტის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი ჯანდარის დასახლების მცხოვრებია.

უფრო ვრცლად ინფორმაცია, დღეს 17:30 საათზე, Aktual.ge-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ სიუჟეტში იხილეთ. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან მარნეულსა და მიმდებარე სოფლებში დაიწყო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულებაც 175 მილიონ ლარს აღემატება. პროექტი „აკელიკ ჯგუფს“ 2021 წლის მარტისთვის უნდა დაესრულებინა. თუმცა, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ამ პერიოდამდე ვერ შეასრულა. 2022 წლის სექტემბერში მარნეულში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მშენებლობა განახლდა და ამჯერად პასუხისმგებლობა China Geo - Engineering Corporation’’ (CGC) კომპანიამ აიღო.  კომპანიას სამუშაოები 15 თვეში უნდა დაესრულებინა. შესაბამის პერიოდში სამუსაოების მიზნით  გზები გაითხარა, გაიყავნეს მილები, თუმცა გარკვეულწილად დაზიანდა ინფრასტრუქტურაც, რაც დროდადრო მოსახლეობის პროტესტს იწვევდა.

ŞƏRH YAZ
0