მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
07.03.2024 23:31
594
საზოგადოება
A
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა.

 Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.

 არსებული ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ არის დაშავებული და იგი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს.

"ავერსის" კლინიკიდან Aktual.ge-ის აცნობეს, რომ ჯერჯერობით მძიმე მდგომარეობაშია პაციენტი და მას რეანიმაციულ განყოფილებაში ოპერაცია უტარდება.

 Aktual.ge მომხდარის  დეტალებს იძიებს.

ŞƏRH YAZ
0