კრიმინალური ავტორიტეტი ფოლად ომაროვი, ე.წ
07.01.2026 16:29
298
საზოგადოება
A
კრიმინალური ავტორიტეტი ფოლად ომაროვი, ე.წ "ფოლად დმანისკი", რომელიც წარმოშობით დმანისიდან არის, საზოგადოებას განცხადებით მიმართავს

კრიმინალური ავტორიტეტი ფოლად ომაროვი, ე.წ "ფოლად დმანისკი",  რომელიც წარმოშობით დმანისიდან არის,  საზოგადოებას განცხადებით მიმართავს.

Aktual.ge-ის ინფორმაციით, მისი მიმართვა სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა ელმარ ჰასანლიმ გაავრცელა.

ელმარ ჰასანლის განცხადებით, როგორც კი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ფოლად ომაროვის სახელი გაჟღერდა, ის  დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ფოლად ომაროვის უფლებების დამცველ ადვოკატს, რომელიც აშშ-ში იმყოფება, და სთხოვა მომხდართან დაკავშირებით განმარტება გაეკეთებინა. 

ფოლად ომაროვის განცხადებას ელმარ ჰასანლის  სოციალურ გვერდზე ვხვდებით:

„მომხდარი შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ღმერთმა აცხონოს, ხოლო მის ოჯახსა და ახლობლებს მოთმინებას ვუსურვებ. ამჟამად აშშ-ში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიხდი სასჯელს. არავისთან პირადი მტრობა არ მაქვს. ჩემი სახელის ამ საქმეში მოხსენიებას კატეგორიულად ვგმობ და ვუწოდებ  უსამართლობას. ამ განცხადებას ვაკეთებ  ჩემი თანამემამულეებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე. ბორჩალოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ჩემთვის ძალიან ძვირფასნი არიან, რადგან აღნიშნული ქვეყანა  არის ჩემი სამშობლო. რამდენადაც მიყვარს ჩემი სამშობლო, იმდენად დიდ პატივს ვცემ მის ხალხსაც. სასჯელის დასრულების შემდეგ ჩემი ყველაზე დიდი სურვილია საქართველოში დაბრუნება.“

ელმარ ჰასანლის თქმით,    გამოძიების ჩატარებისა და ოფიციალური მტკიცებულებების გარეშე ადამიანების სახელის ასეთ მძიმე შემთხვევებთან დაკავშირება დაუშვებელია როგორც სამართლებრივი, ისე მორალური თვალსაზრისით. მსგავსი შემთხვევები  საზოგადოებაში მცდარ წარმოდგენებს აყალიბებს.
ის მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, ჩაატარონ ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიება, ხოლო საზოგადოებას კი მოუწოდებს, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციის მიმართ სიფრთხილე გამოიჩინონ.

ŞƏRH YAZ
0