Kateqoriyalar
Aktual.ge-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ანარ ეივაზოვმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 სექტემბერს ღამით მომხდარ სროლებს სომხეთის შეიარაღებული ძალების პროვოკაცია უწოდა:
„ამჟამად, სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ, კონტრზომები ადგილობრივი ხასიათისაა, რომლებიც მიმართულია სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. საპასუხო ზომები არის მცირე და მიზანმიმართული, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სომხეთის პროვოკაციების შეწყვეტას“, - განაცხადა აივაზოვმა.