მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში გაზმა გაჟონა: არიან მოწამლული ბავშვები
25.04.2023 17:09
482
საზოგადოება
A
მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში გაზმა გაჟონა: არიან მოწამლული ბავშვები

Aktual.ge-ის ინფორმაციით, მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში მიმდებაე დაწესებულებიდან  გაზმა გაჟონა, რის შედეგადაც რამდენიმე ბავშვი მოიწამლა. ბავშვები სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ამის შესახებ ინფორმაცია aktual.ge-ის მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა,  ხანალი გაჰრამანოვმა დაუდასტურა. 
 
"სკოლაში გაზის გაჟონვა არ ეხება სასწავლო დაწესებულებას, სკოლაში გაზი შემოვიდა მიმდებარე დაწესებულებებიდან."

Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით 3 ბავშვი გადაიყვანეს, სკოლიდან კი ამ წუთებში სხვა მოსწავლეების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ŞƏRH YAZ
1