მარნეულში ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს
08.04.2025 13:28
358
კრიმინალი
A
მარნეულში ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს

Aktual.ge-ის ინფორმაციით, 6 აპრილის ღამეს უცნობმა პირებმა ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა ისროლეს.

არსებული ცნობით,  ხელყუმბარა არ აფეთქებულა და შესაბამისად, ტრაგედია არ მოჰყოლია.  როგორც ამბობენ, ამ ინციდენტის უკან  კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები არიან. მოპოვებული ინფორმაციით, რამოდენიმე ხნის წინ კრიმინალური სამყაროს წევრებმა ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, რაზეც ბიზნესმენმა უარი განაცხადა.

მიმდინარეობს დეტალური ინფორმაციის მოძიება. 

Aktual.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან  ცდილობს დაკავშირებით.

ŞƏRH YAZ
0