მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ავტომობილი დაწვეს
24.10.2025 12:50
184
კრიმინალი
A
მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ავტომობილი დაწვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ავტომობილი დაწვეს. Aktual.ge-ის მიერ მიღებული ინფორმაციით, შემთხვევა 22 ოქტომბრის საღამოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს წევრებმა ავტომობილის მფლობელისგან 50 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოითხოვეს.   უარის მიღების  შემდეგ, 22 ოქტომბრის საღამოს, მისი კუთვნილი „Ford Sprinter“ მარკის ავტომობილი დაწვეს, რის შედეგადაც  მანქანა სრულად განადგურდა.
შემთხვევასთან დაკავშირებით Aktual.ge  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.

ŞƏRH YAZ
0