Kateqoriyalar
მარნეულში კაცმა დაჭრა 3 ნათესავი, რომელიც მის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდა .
Aktual.ge-ის ცნობით, შემთხვევა ალგეთის ტერიტორიაზე დღის პირველ ნახევარში მოხდა. დაშავებულები მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულები კლინიკიდან გამოწერეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.