სისხლიანი ინციდენტი მარნეულში - არიან დაშავებულები და დაკავებულები
23.07.2021 20:26
315
კრიმინალი
A
სისხლიანი ინციდენტი მარნეულში - არიან დაშავებულები და დაკავებულები

ბოლო ინფორმაციით, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს დაჭრეს შუახნის ქალი.

Aktual.ge-ს ინფორმაციით, მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მოზარდებში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მოსული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი მათგანის დედა შემთხვევით დაჭრეს მკლავში.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.

სამართალდამცავებმა  შემთხვევის ადგილზე ორი ახალგაზრდა დააკავეს, ერთი კი მოწმის სახით წაიყვანეს.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ŞƏRH YAZ
0