ქმარი, რომელმაც ცოლს  თავი გადაპარსა, პოლიციამ დააკავა
22.12.2023 21:10
388
კრიმინალი
A
ქმარი, რომელმაც ცოლს  თავი გადაპარსა, პოლიციამ დააკავა

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ქმარმა ცოლს ღალატის ნიადაგზე თავი გადაპარსა. არსებული ცნობით, ქმარმა ვიდეო გადაიღო, სადაც იგი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ცოლს,  შემდეგ კი, სანაცნობო წრეში გაავრცელა.

 Aktual.ge-ის ცნობით,   შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა.

 მას შემდეგ რაც ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ამჟამად ქმარი დაკავებულია.

ŞƏRH YAZ
0