მარნეულში ერთ-ერთ ბიზნესმენის  სახლი დაცხრილეს
04.10.2024 20:24
177
პოლიტიკა
A
მარნეულში ერთ-ერთ ბიზნესმენის სახლი დაცხრილეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ერთ-ერთ ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. 

შემთხვევა 4 ოქტომბერს ღამით მოხდა. სახლს 30-მდე გასროლა აქვს. ნატყვიარები აქვს სახლის კარს და ავტომობილს. 

სროლის დროს, სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, საბედნიეროდ, არცერთი მათგანი დაზარალებული არ არის.

 ვარაუდობენ, რომ შემთხვევის ადგილზე ორი ადამიანი იმყოფებოდა და მათ სახლს “კალაშნიკოვის” თოფიდან ესროდნენ. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია და ამაზე საუბარი არავის სურს. 

დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

 ამ ეტაპზე Aktual.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან ცდილობს დაკავშირებას. 

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა მარნეულში 13 სექტემბერს მოხდა, როცა ხელყუმბარა ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლში ისროლეს.

 

ŞƏRH YAZ
0