19 წლის ორსული გოგონას შემზარავი გარდაცვალება მარნეულში
06.07.2023 16:59
283
საზოგადოება
A
19 წლის ორსული გოგონას შემზარავი გარდაცვალება მარნეულში

Aktual.ge-ის ცნობით,  4 მაისს მშობიარობის შედეგად კომაში ჩავარდნილი 19 წლის გოგონა, თარანა კაჰრამანოვა 4 ივლისს გარდაიცვალა.  
ოჯახი კი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს. ოჯახის წევრის თქმით, მათ  გოგონას მშობიარობის მიზნით „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიულ სამედიცინო ცენტრს მიმართეს, თუმაც აქ არსებული ექიმების დაუდევრობით მოხდა გოგონას გარდაცვალება. 

ისინი ამბობენ, რომ მშობიარობის დროს ექიმების დაუდევრობის გამო გოგონას დაეწყო სისხლდენა, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამის შემდეგ იგი ორი თვით თბილისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ახალგაზრდა ქალი, რომელიც სიკვდილს  ორი თვის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იბრძოდა, 4 ივლისს გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქალი თითქმის ერთი წელია დაქორწინებული იყო  და ეს მისი პირველი ორსულობა იყო.

საკითხთან დაკავშირებით, მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიული განყოფილების უფროსმა ია სეფიაშვილმა Aktual.ge-სთან  საუბრისას განაცხადა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში მშობიარობისას ამ გოგონას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, თუმცა მას კიდევ სხვა ტიპის დახმარება სჭირდებოდა და შესაბამისმა ბრიგადამ სპეციალურ ცენტრში, მულტიდისციპლინურ კლინიკაში გადაიყვანა. იგი იქ მკურნალობდა და, სამწუხაროდ, ტრაგიკული ფაქტით გარდაიცვალა, ის გოგო ჩვენს კლინიკაში არ გარდაცვლილა, ამას ვადასტურებ", - აღნიშნა ია სეფიაშვილმა.

ŞƏRH YAZ
0