Kateqoriyalar
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში ბიზნესმენის სახლს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, შემდეგ კი ხელყუმბარა შეაგდეს.
Aktual.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა 22 ოქტომბერს ღამით მოხდა.
არსებული ცნობით, უცნობმა პირმა/პირებმა მოქალაქის სახლს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია სახლი და ჩამტვრეულია მინები. მოგვიანებით, საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა ისროლეს. დაშავებული არ არის.
დილიდან სახლის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცავმა უწყებებმა ყვითელი ლენტით შემოფარგლეს.
Aktual.ge საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან ცდილობს დაკავშირებას.