მარნეული-ბოლნისის გზაზე მანქანის დაჯახების შედეგად ორი  მოზარდი გარდაიცვალა
30.12.2024 20:32
657
საზოგადოება
A
მარნეული-ბოლნისის გზაზე მანქანის დაჯახების შედეგად ორი  მოზარდი გარდაიცვალა

მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, სოფელ ნახიდურში მსუბუქი ავტომობილი ორ ფეხით მოსიარულე მოზარდს  დაეჯახა.

 Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდი ადგილზე,  მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავდა კიდევ ორი ​​ახალგაზრდა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.

 ინციდენტში სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები არიან ჩართული.

ŞƏRH YAZ
0