თეთრიწყაროში  შუახნის მამაკაცს ესროლეს
20.08.2025 15:22
618
კრიმინალი
A
თეთრიწყაროში შუახნის მამაკაცს ესროლეს

თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტში  მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

Aktual.ge-ს ცნობით, სისხლიანი ინციდენტი დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ფეხით მოსიარულე შუახნის მამაკაცს ავტომატით თავს დაესხნენ.

ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

პირი, რომელმაც ისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Aktual.ge  დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან  ცდილობს დაკავშირებას.

ŞƏRH YAZ
0