ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში  დედამ 7 წლის შვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა
Bugün
187
საზოგადოება
A
ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში  დედამ 7 წლის შვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა

ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში  დედამ 7 წლის შვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ საღამოს (31 მაისი), 42 წლის ქალმა 7 წლის ვაჟი დანით მოკლა.

 არსებული ცნობით, ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს, თუმცა ინფორმაცია მალევე ცნობილი გახდა.

Aktual.ge ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.

ŞƏRH YAZ
0