20 იანვარს თბილისში კონცერტის ჩატარების წინააღმდეგ ათობით ორგანიზაციამ მოაწერა ხელი
18.01.2021 21:00
479
პოლიტიკა
A
20 იანვარს თბილისში კონცერტის ჩატარების წინააღმდეგ ათობით ორგანიზაციამ მოაწერა ხელი
მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტმა (IMDT), ამერიკაში დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლის ფილიალი საქართველოშიცაა, 20 იანვარს თბილისში გეგმავს ონლაინ საქველმოქმედო კონცერტი ჩაატაროს, „არცახის საერთაშორისო სოლიდარობა“. ამან კი საქართველოში აზერბაიჯანული საზოგადოების ძლიერი პროტესტი გამოიწვია. Aktual.ge– ს ინფორმაციით, 70 ორგანიზაცია შეიკრიბა და ერთობლივი განცხადება გაავრცელა 20 იანვარს (ეს დღე აზერბაიჯანელი ხალხისთვის ტრაგიკული დღეა) კონცერტის ჩატარების წინააღმდეგ. განცხადებაში ნათქვამია: საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანელი ხალხის გლოვის დღეს, 20 იანვრის ტრაგედიის 31–ე წლისთავზე პროვოკაციული ღონისძიების ჩატარების მცდელობასთან დაკავშირებით საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემის აქტივისტების მიმართვა 11 იანვარს აშშ-ში დაფუძნებული და მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში მოქმედი მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის (The Institute for Multi-Track Diplomacy) საქართველოს ფილიალის Facebook გვერდზე განცხადებაა გამოქვეყნებული ღონისძიების ჩატარების შესახებ სახელწოდებით - „არცახის საერთაშორისო სოლიდარობა“. იგი გამოცხადებულია, როგორც ონლაინ საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც მისმა ორგანიზატორებმა სრულიად აზერბაიჯანელი ხალხის გლოვის დღეს, 1990 წლის შავი იანვრის ტრაგედიის 31-ე წლისთავის დღეს - 2021 წლის 20 იანვრის თარიღისთვის დაგეგმეს. გარდა ამისა, ღონისძიების ძირითადი მიზნის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ისინი შეეცადნენ ეჭვქვეშ დააყენონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან 30 წლის მანძილზე აზერბაიჯანის ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული უკომპრომისო პოზიციის მიზეზით 2020 წლის 27 სექტემბერს გაჩაღებული ომის შესახებ რეალობისგან შორს, დამახინჯებული ახსნა მოეძებნათ. „კონცერტის“ ორგანიზატორებმა, რომლებმაც თითქოსდა უგულებელყვეს აზერბაიჯანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე აზერბაიჯანული მიწების ხანგრძლივი დროის მანძილზე ოკუპაციის ფაქტი, რომლებიც გაეროს თაოსნობით სრულიად მსოფლიო საზოგადოებამ მრავალჯერ აღიარა, რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვაც დაამახინჯეს. ასე, რომ ცეცხლის ხაზიდან ძალიან შორს მყოფი აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯის მშვიდობიანი უბნების წინააღმდეგ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან SCUD-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების მიზანმიმართულ გამოყენებაზე, ქალაქ ბარდას აკრძალული კასეტური ბომბებით დაბომბვაზე და მათ შედეგად აზერბაიჯანის მშვიდობიან მოსახლეობაში 100-ზე მეტი კაცის სიკვდილზე და 400-ზე მეტი კაცის დასახიჩრებაზე აქციის ორგანიზატორებმა სიბრმავე გამოიჩინეს, იგი გამოაცხადეს „არცახის/მთიანი ყარაბაღის ხალხის მხარდაჭერისა და სოლიდარობის“ გამოვლინებად. ამასთან, ისინი არც მალავენ, რომ აქციის დროს შეგროვებული თანხები ფონდ „ჰაიასტანში“ უნდა გადაირიცხოს. ეს იყო ერთერთი ძირითადი საშუალება, რომელიც ემსახურება მრავალი წლების მანძილზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიწების ოკუპაციის ქვეშ შენარჩუნებას, ოკუპირებულ მიწებზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან და სხვა საზღვარგარეთული ქვეყნებიდან ჩამოყვანილი სომხების უკანონოდ ჩასახლებას. ასე, რომ აღნიშნული ფონდის „საქველმოქმედო“ ორგანიზაციად წარდგენა მხოლოდ და მხოლოდ გულუბრყვილობისა და თვალთმაქცობის მწვერვალია. რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის ნაცვლად დაპირისპირების დასადგურებისადმი მიმართული ეს ინიციატივა, რომელიც „წმინდა ჰუმანიტარულ ღონისძიებად“ გასაღების მცდელობაა, სინამდვილეში კი მცდარ ინფორმაციებზე აგებული და აზერბაიჯანელი ხალხის ღირსების შემლახველი, განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს საქართველოში, რომელმაც დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია გამოიარა, შემდგომ წლებში ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და იქ განხორციელებული მასობრივი ეთნიკური წმენდის ტკივილი განიცადა. „კულტურული ღონისძიების“ ინიციატივა არანაირად არ უნდა ამართლებდეს ოკუპაციის პოლიტიკას, არ უნდა ემსახურებოდეს მათთვის ფულის შეგროვებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები მკაცრად ვგმობთ 20 იანვრის ტრაგედიის 31-ე წლისთავზე ასეთი პროვოკაციული ღონისძიების ჩატარების მცდელობას, რომელიც აზერბაიჯანელი ხალხისთვის წმინდა ხსოვნის დღეა და მოვუწოდებთ გააუქმონ იგი. დღეს რეგიონში განვითარებული ახალი რეალობებიდან სარგებლის ნახვისათვის ასეთი დესტრუქციული აქციები კი არა, ინიციატივებია საჭირო, რომლებიც ნამდვილ მშვიდობასა და სიმშვიდეს მიემსახურება. საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა მარადიული ყოფილიყოს! გაუმარჯოს მშვიდობიან სამხრეთ კავკასიას! 1. რაფიგ გუმბათი, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის (მარნეული) 2. რამინ იგიდოვი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველო (თბილისი) 3. მაჰაბათ იმანოვი, ბორჩალო-ირელის საზოგადოებრივი კავშირი 4. ალიბალა ასგეროვ, სახალხო მოძრაობა "გეირათი" (მარნეული) 5. მაჰირ დარზიევი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი 6. აზერ სულეიმანოვი, . ქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი 7. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო - მირთაგი ასადოვი (მარნეული) 8. ალი ბადიროვი - საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაცია 10. ნამიგ ჰაჯიევი -საქართველოში აზერბაიჯანის კულტურის განვითარების ცენტრი (თბილისი) 11. აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის საქართველოს ფილიალი (რუსთავი) 12. ლეილა ალიევა - მ. ფ. ახუნდზადეს სახელობის კულტურული ცენტრი (თბილისი) 13. მუსა ჰაჯიევი - საქართველოს ახალგაზრდობისა დახმარების და საგანმანათლებლო საზოგადოება 14. ალი და ნინოს სახელობის ქართულ-აზერბაიჯანული სოციალური და კულტურული განვითარების ცენტრი (ბათუმი) 15. ემინ ახმედოვი - განვითარებისა და განათლების ცენტრი (მარნეული) 16. ჯამალ მამედოვი - შემოქმედებითი ახალგაზრდული აკადემია 17. ალი ალიევი - კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს საქართველოს წარმომადგენლობა (თბილისი) 18. ელმირა იუსუბოვა - ახალგაზრდული ორგანიზაცია UNION (მარნეული) 19. რასიმ მამედოვი - საქართველოს აჰლი-ბეითის საზოგადოება (მარნეული) 20. აზერ მამედოვი - ორგანიზაცია საქართველოს ლიდერ-მედია 21. ანარ რაფიგოგლუ - თბილისის "თეატრი ერა" 22. ბაჰრამ ისაევი - რუსთავის აზერბაიჯანელთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია 23. ლეილა მამედოვა - საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდობის კავშირი (მარნეული) 24. გულთაქინ მასთაფაევა - საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაცია 25. ნარიმან გურბანოვი- აზერბაიჯანის ბიზნესმენთა კავშირი საქართველოში - "AZEBI" 26. ისრაფილ ბაირამოვი - ბიზნესმენთა კავშირი “ბორჩალო” (მარნეული) 27. ელბრუს მამედოვი - ეროვნული უმცირესობების მონიტორინგის ჯგუფი (თბილისი) 28. ტაფდიგ იოლჩი - საზოგადოებრივი ორგანიზაცია "მეგობრობის გზა" (რუსთავი) 29. ფაიგ ნაბიევი - რელიგიური და კულტურული ცენტრი „ალულბეიტი“ (თბილისი) 30. ჯეირან გურბანოვა - საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურული ცენტრი (თბილისი) 31. ნიზამი მამმადზადე - საქართველოს აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა კავშირი (მარნეული) 32. ელჯან აბდულლაევი - სამედიცინო ცენტრი ”ლოღმანი” (გარდაბანი) 33. ბოლნისის აზერბაიჯანლების კულტურის ცენტრი 34. იდრის ისმაილოვი - არასამთავრობო ორგანიზაცია "ლოღმანი" (ბოლნისი) 35. მუსთაფა ისმაილოვი - საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა კავშირი (თბილისი) 36. ეჰთირამ ამირხანლი - სამეცნიერო კვლევითი ასოციაცია (მარნეული) 37. ჯამბულ მამმადლი - კულტურული ცენტრი "ვარლიგი" (რუსთავი) 38. ქამილ ქირაჯლი - საზოგადოება „ოზანი“ (მარნეული) 39. გაზეთ „გურჯისტანის“ რედაქცია (თბილისი) 40. მაია რაჯაბოვა - კულტურული და საქველმოქმედო ორგანიზაცია ”სალამ” (რუსთავი) 41. ქამილ ალიევი - საქართველოს სოლიდარობის მოძრაობა (მარნეული) 42. მუბარიზ გარაევი - რეკონსტრუქციისა და განვითარების ცენტრი "გამჭვირვალე კავკასია" (თბილისი) 43. გუსეინ იუსუბოვი - საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი (მარნეული) 44. საქართველოს აზერბაიჯანელთა რეფორმებისა და განვითარების მხარდაჭერის ასოციაცია (თბილისი) 45. ხალადდინ იოლჩიევი - რუსთავის აზერბაიჯანელთა კულტურის ცენტრი 46. საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდული ფორუმი (მარნეული) 47. ასად ალიევი - ორგანიზაცია „დიდი ერთობა“ (მარნეული) 48. ისაქ ნოვრუზოვი - საქართველოს აზერბაიჯანელთა უხუცესთა საბჭო (თბილისი) 49. აქიფ ხანსულთანლი - სამეცნიერო და კულტურული კვლევითი ცენტრი ”ინტეგრაცია” (მარნეული) 50. მ.ფ.ახუნდოვის სახელობის ქართულ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო ორგანიზაცია (ბათუმი) 51. ვალი ალიევი - აღორძინების კავშირი "გარაიაზი" (გარდაბანი) 52. ჯალალ გარაევი - კულტურისა და საქველმოქმედო საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დარვაზი" (ბოლნისი) 53. ჯამილა სარვანგიზი - ფოლკლორის ანსამბლი “სარვანი” (მარნეული) 54. ქალთა კავშირი "ზეინაბი" (მარნეული) 55. გასიმლის ახალგაზრდული ცენტრი (მარნეული) 56. ეადეთ ზეინალგიზი - აზერბაიჯანელ პედაგოგთა კავშირი საქართველოში (გარდაბანი) 57. სადახლოს კულტურის ცენტრი (მარნეული) 58. გაჰრამან მუსაევი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური დაცვის კავშირის აზერბაიჯანის სექტორი - ტელ: 59. ელჩინ დაშდანოვი - აჰლი-ბეითის მოყვარულთა ფორუმი (მარნეული) 60. აგაბალა ხეირხაბაროვი - უხუცესთა საბჭო „გარაჩოპი“ (საგარეჯო) 61. „იმამ ალის“ საქველმოქმედო ფონდი 62. ლეილა სულეიმანოვა - აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაცია საქართველოში 63. ნაჰიდ გურბანოვი, სუფთა ამბავი (მარნეული) 64. რუსლან ჰაჯიევი - ქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი 65. . რიზვან ისმაილოვი - UNESCO-ს მსოფლიო მხატვართა კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი 66. „გურჯისტან“ გაზეთის რედაქტორი (თბილისი) 67. ასად ალიევი - დიდი საკავშირო ორგანიზაციის თავმჯდომარე (მარნეული) 68. ფაზილ გასანოვი - აზერბაიჯანის კულტურის ცენტრის თავმჯდომარე 69. ჰაჯი აზიზ ნაბიევი -„იმამ ჰუსეინ“ მეჩეთის ახუნდი (მარნეული) 70. ჰაჯი ჰაჯიევი - „იმამ ალი“ მეჩეთის ახუნდი (მარნეული)
ŞƏRH YAZ
0