Kateqoriyalar
13 სექტემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპერატიული შეხვედრა გამართა.
Aktual.ge-ის ინფორმაციით, პრესისთვის დახურულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა მოხსენებები აღნიშნულ საკითხებზე და აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საზღვარზე სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციების აღკვეთა მოხდა და ყველა ამოცანა შესრულებულია.
შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ შექმნილი დაძაბულობის პასუხისმგებლობა მთლიანად სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება. აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალები მოვლენების განვითარებას აკვირდებიან.
წყარო: Azertac