მარნეულში არასრულწლოვანმა გოგონებმა სამი საშაურმე კაფე დაარბიეს
03.10.2023 13:10
1455
კრიმინალი
A
მარნეულში არასრულწლოვანმა გოგონებმა სამი საშაურმე კაფე დაარბიეს

 მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მოზარდმა გოგონებმა სამი საშაურმე კაფე  - "ოთოს შაურმა", "ვიპ შაურმა" და "ალგეთის შაურმა", დაარბიეს.   

Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა სამ ოქტომბერს,  გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.  

მიღებული ინფორმაციით,  მოზარდებმა საშაურმე კაფეებიდან ფული და მობილური ტელეფონი მოიპარეს, ასევე სასმელები დაღვარეს და კაფეებს მატერიალური ზიანი მიაყენეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, აღნიშნულ ინციდენტში ოთხი 14-15 წლის გოგონა მონაწილეობდა, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. 

 ინციდენტში ჩართულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, რომელმაც არასრულწლოვნები უკვე დააკავა.

ŞƏRH YAZ
0