Kateqoriyalar
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც სამშენებლო მასალები იყიდებოდა, უცნობმა პირებმა ხელყუმბარა შეაგდეს.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა
Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა.
ამ ეტაპზე Aktual.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან ცდილობს დაკავშირებას.
ჩვენი საინფორმაციო პორტალი სხვა დეტალებს იძიებს.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა მარნეულში 13 სექტემბერს მოხდა, როცა ხელყუმბარა ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლში ისროლეს.