მარნეულში ორი პირის დაჭრის ფაქტის ახალი დეტალები - შსს-მ ინფორმაცია დაადასტურა
Bugün
100
კრიმინალი
A
მარნეულში ორი პირის დაჭრის ფაქტის ახალი დეტალები - შსს-მ ინფორმაცია დაადასტურა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაპირისპირებისას ორი მამაკაცი დაიჭრა.

Aktual.ge-ს ცნობით, ინციდენტი 13 ივნისს,  საღამოს დაფიქსირდა. 
აღნიშნული ინფორმაცია Aktual.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

მათი ცნობით, ორივე პირს ბრალი აქვს წაყენებული და ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

რა მოხდა?
 არსებული ცნობით, ქორწილამდე ერთი დღით ადრე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მხარეებს შორის უთანხმოება  წარმოიშვა.

შემდგომ კი,  სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან ინციდენტში გადაიზარდა. ორმა შუახნის მამაკაცმა  ერთმანეთი დანით დაჭრა. გაირკვა, რომ ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა   მძიმეა, რომელსაც 10 ჭრილობა აქვს მიყენებული დანით, მეორის კი - სტაბილური.

დაშავებულთაგან ერთი საშუალო და მძიმე მდგომარეობაშია, მეორის კი - სტაბილური. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ პირს დაახლოებით 10 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

ŞƏRH YAZ
0