ბოლნისში მოხუცი ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
07.04.2025 00:50
325
კრიმინალი
A
ბოლნისში მოხუცი ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში მოხუცი ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

Aktual.ge-ს ინფორმაციით, 6 აპრილს საღამოს საკუთარ სახლში  71 წლის მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს, რომელიც მეზობლების თქმით, სახლში მარტო ცხოვრობდა.

 
როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, შესვლისას გარდაცვლილის ირგვლივ სისხლის ნაკვალევი დაინახეს, რაც მოხუცი ქალის განზრახ მოკვლაზე მიანიშნებს.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცავები და ექსპერტები არიან მობილიზებულები. ბინა შემოღობილია ყვითელი ლენტით. ტერიტორიაზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ŞƏRH YAZ
1